Monday, June 25, 2018

გაკვეთილის გეგმა


                                           გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნანა გახუტიშვილი
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:დაწყებითი/ III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:8
გაკვეთილის თემა : The seasons and the months
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან წელიწადის დროებისა და შესაბამისი თვეების დასახელებას ინგლისურ ენაზე,ამოიცნობენ შეასწავლილ სიტყვებს წაკითხულ ტექსტში,შეძლებენ შესწავლილი ლექსიკა გამოიყენონ როგორც წერით დავალებაში აგრეთვე ზეპირ მეტყველებაში.
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
გამოყენებული რესურსები
დრო(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები:ვესალმები მოსწავლეებს და ვეკითხები:
What is the date today?
Who is absent today?
შემდეგ ვაცნობ გაკვეთილის თემას.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
ჩართულია მთელი კლასი

3 წთ
2
 მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე ვუჩვენებ დასმულ კითხვებს და თან ვეკითხები სიტყვიერად:
How many months are in a year?
Which months do you like?
How many seasons are in a year?
Which season do you like?
მოსწავლეები პასუხობენ კითვებს ჩემი დახმარებით. მათ აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი, იციან მარტივი გრამატიკული კონსტრუქციები ,რათა პაუხი გასცენ ჩამოთვლილ კითხვებს.


კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
პროექტორი,კომპიუტერი
10წთ
3
ახალი მასალის ეფექტურად შესწავლის მიზნით მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ თვეების სახელწოდებებს შესაბამისი ფოტოებით; ვთხოვ წაიკითხონ თვეების სახელები ინგლისურ ენაზე , ყურადღებას ვაქცევ მათ გამოთქმას და ვუსწორებ.
ფოტოების საშუალებით ლექსიკის შესწავლა.
ინდივიდუალური
პროექტორი, კომპიუტერი
5წთ
4
მოსწავლეებს  სლაიდების საშუალებით ვაჩვენებ წელიწადის დროებს,შესაბამისად წარმოვთქვამ სახელწოდებებს და ვიმეორებ.შემდეგ ვეკითხები:
Which season do you like?
მოსწავლეები მპასუხობენ, მსჯელობენ, უსმენენ ერთმანეთის აზრს.ამ დისკუსის შემდეგ ვუხსნი, რომ თითოეულ დოს აქვს შესაბამისი სამი თვე და ვაჩვენებ ეკრანზე , ვთხოვ ჩამოთვალონ.
თვეების დახარისხება წელიწადის დროების მიხედვით
ინდივიდუალური
პროექტორი, კომპიუტერი
7წთ
5
ახალი მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს, სადაც გამზადებულია წინასწარ ცარიელი სივრცეები და ხაზები. ეს დავალება წარმოდგენილია ასევე ეკრანზე ვიზუალურად.
ვთხოვ ცარიელ სივრცეებში დახატონ წელიწადის დროები და ხაზებზე შესაბამისად მიუწერონ თვეების დასახელებები.მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად.დავალების დამთავრების შემდეგ ცვლიან ფურცლებს ერთმანეთში და ასწორებენ შეცდომებს.ფურცლებს მიბრუნებენ .
ახალი მასალის განმტკიცება
ინდივიდუალური
ფურცლები, კალმები, ფერადი ფანქრები.
10წთ




#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
გამოყენებული რესურსები
დრო(წთ)
6
მოსწავლეებს ვაწყვილებ, ვაკითხებ სახემძღვანელოში მოცემულ ტექსტს(English World L 2), სადაც შეუძლიათ ამოიცნონ უკვე ნაცნობი(შესწავლილი) ლექსიკა, თარგმნიან ტექსტს ჩემი დახმარებით.მოსწავლეებს აქვთ უნარი თარგმნონ მარტივი ტექსტი შესწავლილი ლექსიკისა თუ გრამატიკის გამოყენებით. (მათ შესწავლილი აქვთ Present Simle გრამატიკული დრო).
კითხვა-თარგმანი შესწავლილი  ლექსიკის გამოყენებით.
მუშაობენ წყვილებში
სახემძღვანელო
7წთ
7
ვაჯამებ გაკვეთილს , ვეკითხები მოსწავლეებს:
What was the lesson about?
ინდივიდუალურად მპასუხობენ.
ვაძლევ საშინაო დავალებას:
English World l 2 სამუშაო რვეულში.  გვ. 68
ვაძლევ თითოეული სავარჯიშოს მითითებას.
საშინაო დავალების განმარტების მიცემა.
მთელი კლასი
სამუშაო რვეული
3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:



შეფასება:

წყარო:https://www.google.ge/                                  ხელმოწერა:ნ. გახუტიშვილი                                    

                                                                                       თარიღი:                            


No comments:

Post a Comment